დონეცკში სეპარატისტების ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო ააფეთქეს


    დონეცკში სეპარატისტების ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო ააფეთქეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ კაფესთან მოხდა.

    42 წლის ზახარჩენკო ადგილზევე დაიღუპა. მძიმედ დაიჭრა მისი ორი თანხმლები პირი. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და მომხდარში უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა. ისინი აცხადებენ, რომ დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომლებსაც უკრაინელ დივერსანტებად მოიხსენიებენ.

     ზახარჩენკოს მკვლელობაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს ოფიციალური მოსკოვიც. კიევში უკვე უპასუხეს ბრალდებებს და განაცხადეს, რომ ლიდერის მკვლელობა სეპარატისტების შიდა დაპირისპირების შედეგია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/112486