„საქართველო თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით ევროკავშირის ძირითადი პარტნიორია“ - ჰანი


     „საქართველო გახლავთ ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი, რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი საშუალებები და  პოტენციალი, რომლის რეალიზებაც უნდა მოხდეს." - განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულებისას გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. 

     ევროკომისარმა მადლობა გადაუხარა ქართულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების რეალიზაციის კუთხით.  მან ასევე მაღალი შეფასება მისცა სატრანზიტო კავშირების განვითარებაში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას.

     იოჰანეს ჰანმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ევროპული სკოლის მნიშვნელობაზე, რომელიც თბილისში ოფიციალურად გაიხსნება.

     „აღმოსავლეთ ევროპის სკოლა გახლავთ პირველი სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც არის მრავალი ენობრივი მიმართულების და მიზნად ისახავს ახალგაზრდების მომზადებას ევროკავშირის ღირებულებების სფეროში, ევროკავშირის ისტორიაში. მინდა ვისარგებლო საშუალებით და მადლობა გადავუხადო როგორც თქვენს  ასევე ჩვენს გუნდს, იმისთვის რაც ჩავდეთ. ეს გახლავთ ინვესტირება მომავალში, ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას განათლების სფეროში. მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს წვლილს განათლებისა და ინოვაციის სფეროში, რაც გახლავთ ძირითადი მიმართულებები და ახალი მთავრობის მთავარი ფოკუსი." - განაცხადა ჰანმა.

     ევროკომისარმა ასევე დადებითად შეაფასა  2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში. მან მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს მომავლ წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

     ევროკომისარი იოჰანეს ჰანის ვიზიტი საქართველოში 3-4 სექტემბერს მიმდინარეობს.  იგი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლბთან. ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს თბილისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ევროპული სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიაში. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно