„ქართული ოცნება“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სრულად იზიარებს"– კობახიძე


      „ქართული ოცნება" აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სრულად იზიარებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
 
     „ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი, ის იყო შესაბამისად ომის ინიციატორი, მისი სცენარით წარმიმართა პროცესები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, თუმცა, ამ სცენარის განხორციელების აუცილებელი პირობა იყო ის მოქმედებები, რომელიც განახორციელა, სამწუხაროდ, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ. რომ არა ავანტურისტული მიდგომა, რომ არა უგუნურება, ვერ შეძლებდა რუსეთის ფედერაცია ამ სცენარის განხორციელებას. ეს იყო მისი დაზუსტება, მისი დაკონკრეტება და ეს სრულად შეესაბამება, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно