მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო


     საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. მთავრობის მეთაურს "ზვართნოცის” საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დახვდა.

    სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. მამუკა ბახტაძეს სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

    დღესვე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით,გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან.

скачать dle 11.0фильмы бесплатно