,,რუსეთის პოლიტიკური მანქანა არამხოლოდ საქართველოს კარზეა მომდგარი, არამედ თქვენი სახლის შიგნითაცაა" - ბრაიზა


      ,,რუსეთის პოლიტიკური მანქანა არამხოლოდ საქართველოს კარზეა მომდგარი, არამედ თქვენი სახლის შიგნითაცაა,"– ამის შესახებ ტალინის თავდაცვითი კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
 
     აღნიშნული განცხადება მეთიუ ბრაიზამ თბილისის საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალიტებთან გააკეთა.
 
      ,,საქართველოს აქვს მისთვის დამახასიათებელი პრობლემები, რუსეთის პოლიტიკური მანქანა არამხოლოდ საქართველოს კარზეა მომდგარი, არამედ თქვენი სახლის შიგნითაცაა. ცდილობს მანიპულირება მოახდინოს და დაასუსტოს თქვენი ინსტიტუციები მიუხედავად ამისა, ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს"-ამბობს ტალინის თავდაცვითი კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მეთიუ ბრაიზა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно