,, სამართალდამცველებს მარიხუანას მოხმარების ეფექტიანი კონტროლი ექნებათ"– ბახტაძე


     ,,მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად როგორც კი გამოქვეყნდა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მე დავავალე შს სამინსიტროს მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის"- განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბრიფინგზე. 
 
     მისი თქმით, ახალი რეგულაციები იქნება მკაცრი.
 
     ,,ახალი რეგულაციების კანონპროექტი იქნა მომზადებული. იმისთვის რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცველებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი კონტროლი ჰქონდეს.

     ,,კანონპროექტის მიხედვით მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ტრანსპორტში არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ეს რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებსა და ექიმებს. დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მოახდინონ ამ იდეის პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. გამკაცრდება პასუხისმგებლობა მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამისთვის. მარიხუანას გასაღება რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად,"-აცხადებს პრემიერი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно