პარლამენტში მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო


     პარლამენტში მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ირაკლი კობაიძის განცხადებით კულტივაციის საკითხის განხილვის გადადება საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით ხდება.

     „შემოსულია კანონპროექტის პაკეტი, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას და მცენარე კანაფის წარმოებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ საზოგადოების განწყობის შესაბამისად. საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული ასეთი საკითხების მოწესრიგების შინაარსის თაობაზე. ინფორმირებას სჭირდება დრო და შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 2 ნაწილად გავყოთ ამ საკითხების განხილვა. როგორც მოგეხსენებათ, 2 კანონპროექტის პაკეტია ინიცირებული. შს სამინისტროს თხოვნით, სასწრაფოდ დავიწყებთ იმ საკითხის განხილვას, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარებას.
 
     დღეს ვაკუუმია დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და ჩვენი ამოცანაა ამ ვაკუუმის სასწრაფოდ აღმოფხვრა. შესაბამისად, მომდევნო სასესიო კვირიდან დაიწყება იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას და საუბარია მკაცრ რეგლამენტაციაზე. რაც შეეხება მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ ჩვენ არ გვეჩქარება. მთავარი არის საზოგადოება იყოს ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს, მათ შორის იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. ხდება სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას ჩვენი ოპონენტების, სხვადასხვა ძალების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. თუმცა, კანონპროექტი ამას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება. ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება სრულად მისაღები საზოგადოებისთვის,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно