,,ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე"- ზურაბიშვილი


      ,,ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე,"– ამის შესახებ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბისვილმა ტელეკომპანია ,,იმედის" გადაცემაში ,,ამომრჩევლის პირისპირ" ისაუბრა. 
 
     ზურაბიშვილის თმით, საარჩევნო კამპანიაში ეკლესია არ უნდა ერეოდეს.
 
      ,,მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ , არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно