გერმანიის კანცლერის განცხადებით, ის რაც საქართველოსა და უკრაინაში ხდება არის უსამართლობა.
მერკელის თქმით, მისი პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინისთვის ცნობილია.
აღნიშნულის შესახებ, ანგელა მერკელმა თბილისში პრემიერ–მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, სადაც ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის, უკრაინაზე მე მას ვესაუბრები, ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა, არ უნდა მოხდეს სიტუაციასთან შეგუება. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე," - განაცხადა კანცლერმა.