,,იცით, ამათ რა უნდათ? უცოცხოდ, ტყვიის გარეშე, მიიღონ ის შედეგი, რაც სააკაშვილს ჰქონდა"– შარაძე


     ბატონმა ბიძინამ არაფერი იცოდა, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებდა გარემოცვა. არ ჰქონდა ინტერნეტი, უბეჭდავდნენ გაზეთების სპეციალურ ნომერებს. ზოგიერთი, მაგალითად, წინა პრემიერი და ვიცეპრემიერი, ისე გათავხედნენ, მის სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდნენ. თუმცა, ბატონი ბიძინა გუმანით მიხვდა, რომ ზაზა ოქუაშვილს მათზე მტკიცებულებები ჰქონდა და ამიტომ, დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ, დასცა მეხი იქაურობას და შემარცხვენელი, კორუმპირებული კვირიკა და ქუმსიკა მოისროლა სახლში. ასე გაწმინდა პარტია და აღმასრულებელი ხელისუფლება მოღალეტე ჩინოვნიკებისგან.

     დაახლოებით, იგივე მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც - სოსო გოგაშვილმა ხელში აიღო მთელი ქვეყანა, მის გარეშე, დამლაგებელსაც ვერ დანიშნავდით. სამეგრელოს რეგიონისა და მთლიანად, საქართველოს შავი და თეთრი ბიზნესი ჩაიჯიბა, ხელი აფარა ბევრ დანაშაულს და პირველ რიგში, მამაჩემის - გურამ შარაძის მკვლელებს!

     ბატონი სოსოც სასტიკად დაისაჯა - გათავისუფლდა თანამდებობიდან. მასთან ერთად, შავი დღე დაუდგათ მეგრელ, მაფიოზ ჩინოვნიკებს - გუბერნატორს, მერს, ვიცე-მერს... 

     ასე გაწკრიალდა სუსი და სამეგრელოს ხელისუფლებაც.

     ახლა, ველოდები, ვინმე მოღალატე უჩას რას უზამენ, რომელიც ყველგან და ყველა საქმეში ფიგურირებს - დაწყებული მამაჩემის მკვლელების ხელისდაფარებიდან, ვიდრე ,,ომეგასა" და ,,იბერიას" გაგლეჯვა-დაგლეჯვამდე.

     აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
   
      მოკლედ, იცით, ამათ რა უნდათ? უცოცხოდ, ტყვიის გარეშე, მიიღონ ის შედეგი, რაც სააკაშვილს ჰქონდა - რკინის მარწუხებში, ყველა და ყველაფერი! ის თუ შუქურა იყო, დღეს არის გასაოცარი დემოკრატია. თან მართლა არ თუ ვერ შეუძლიათ კაცების გაუპატიურება. გაგებაც არ უნდათ, რომ ცოცხი და ტყვია - ეს ორი უმთავრესი იარაღი თუ არ გიპყრია ხელთ, ქართველებში, სააკაშვილის შედეგს ვერ მიიღებ.

     ასე რომ, გადაწყვიტეთ, რა გინდათ - ან მართლა დემოკრატია, ან მუუჭირეთ, რაც შეგიძლიათ, მაგრად მუუჭირეთ!

     ჰო, კინაღამ დამავიწყდა - კობა დავითაშვილის იმედად დარჩენილი საქართველო, ,,ოცნება" და ახალი სექტა-ისტები - კობაისტები!

     ყველაფრის ფონზე, ალტერნატივა - ცოცხებით შეიარაღებული ბოკერია!
 
     ნუ მიშა რომ დამთავრებულია, მაია ორჯონიკიძის გარდა, ყველამ იცის.

     აღარაფერს ვამბობ გაბურძგნულ, თავიდან ბოლომდე ოქროში ჩასმულ, ღიპიან და კაბიან ტიპებზე, ზოგი ჯიბიდან რომ ისვრის და ზოგიც - მიშას ჯიპიდან!

     მრევლი? სექტა? მიმდინარეობა? ტალახი-წყევლა-კრულვა-გინება-ჯანდაბა და ოხრობა? - რამდენიც გინდა!

     ქალბატონო სალომე გაიქეცით, გაიქეცით, სანამ დროა"- წერს რუსუდან შარაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно