ირანი-აზერბაიჯანი-საქართველოს ენერგოკორიდორის განვითარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს


     ირანი-აზერბაიჯანი-საქართველოს ენერგოკორიდორის განვითარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

     „ენერგეტიკული კორიდორის, აზერბაიჯანი-ირანი-საქართველოს რეალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანსა და საქართველოს ენერგოსისტემებს შორის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის ამჟამინდელი ტექნიკური მოცულობა 650 მეგავატია. აზერბაიჯანის და ირანის ენერგოსისტმეებს შორის კი, 400 მეგავატი. ახლანდელი მოცულობის გაზრდაზე ვმუშაობთ, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანი-ირანი-საქართველოს ენერგოკორიდორის განვითარებაზე", – წერს სააგენტო აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით.

     აზერბაიჯანის ხელისუფლება მეორე სახელმწიფოთაშორისი ქსელის განვითარებას აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთის მიმართულებით გეგმავს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/azebaijanuli-media-mimdinareobs-molaparakebebi-irani-azerbaijani-saqartvelos-energokoridoris-ganvitarebaze/