,,დიდ პლანტატორებს" ისრაელის მაგალითი მოჰყავთ, ჰოდა მეც მოგიყვანთ ისრაელის მაგალითებს"- მძინარაშვილი


      ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     კანაფის პლანტაციებზე საუბრისას "დიდ პლანტატორებს" ისრაელის მაგალითი მოჰყავთ. ჰოდა მეც მოგიყვანთ ისრაელის მაგალითებს:

     ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა 1948 წელს გამოცხადდა. ზუსტად 12 წლის შემდეგ ისრაელის სპეცსამსახურებმა ბუენოს-აირესიდან მოიტაცეს ნაცისტი ჯალათი ადოლფ ეიხმანი. (დეტალები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამჯერად თავს არ შეგაწყენთ). ეიხმანი ისრაელში გაასამართლეს და მოტაცებიდან 2 წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

     დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 24 წლის შემდეგ, 1972 წელს, მიუნხენში, პალესტინელმა ტერორისტებმა ებრაელი სპორტსმენები დახოცეს. (დეტალები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ თავს არც ამჯერად შეგაწყენთ). ისრაელმა დაიწყო ოპერაცია "ღვთის რისხვა", რომელიც 20 წელიწადს გაგრძელდა. ყველა ტერორისტი, ვიზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ მიუნხენის ტერაქტში მონაწილეობდა, ჩააძაღლეს.

     ჰოდა, ახლა მე გეკითხებით: დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 27 წლის შემდეგაც რატომ დადის დაუსჯელი გიგა ოთხოზორიას მკვლელი რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზე თანამემამულე დემონსტრაციულად მოგვიკლა?!

     მოიტაცეთ და გაასამართლეთ (ეიხმანივით) ან ჩააძაღლეთ (როგორც მიუნხენის ტერორისტები) და დაგიჯერებთ, რომ შეძლებთ კანაფის კულტივაცის დროს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას!
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно