,,საჭიროა გაკეთდეს მიწისქვეშა ქსელების რუკა"– კახა კალაძე


     კახა კალაძის თქმით, იმის გამო, რომ კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, ინტერნეტის ქსელის დაზიანდა აუცილებელია მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენა.

     „კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, შეიქმნა პრობლემა - დააზიანეს ინტერნეტის ხაზი და ნახევარი დღის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია, რადგან არ არსებობს მიწისქვეშა თბილისის არანაირი გეგმა. საჭიროა, დაიბაროთ ყველა ის კომპანია, ვისაც მიწისქვეშ კომუნიკაციები აქვს, რათა გაკეთდეს მიწისქვეშა ქსელების რუკა და კონტრაქტორმა, ვინც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მუშაობს, იცოდეს, თუ როგორ წარმართოს ეს სამუშაოები. ამ გეგმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმეს ყველას გაუადვილებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

     თავის მხრივ, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და გზების რეაბილიტაციაზეა საუბარი, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული შეცვლაც იგულისხმება. მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენაზე მუშაობა კი, დაუყოვნებლივ დაიწყება.

     „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან, სამწუხაროდ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტულ მესაკუთრეს არ აქვს ინფორმაცია თავისი ქსელის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ, დღეიდანვე დავიწყებთ ამ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში მოვახდენთ ქსელების სრულ აღწერას. აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარებული იქნება", - განაცხადა მერის მოადგილემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно