,,მოვუწოდებთ რუსეთს გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს რეგიონებიდან"– სტოლტერბერგი


      ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტერბერგი რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და გაიყვანოს ჯარი ამ ტერიტორიებიდან. 
 
     ამის შესახებ, იენს სტოლტერბერგმა ნატო–საქართველოს კომისიის შემდეგ განაცხადა.

     ,,ავღანეთში მიმდინარე ჩვენს საწვრთნელ მისიაში საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნაში სტაბილურობის განვითარებას და ტერორიზმთან ბრძოლას. საქართველო, ასევე, ნატოს საპასუხო ძალებისთვის ქვედანაყოფებს უზრუნველყოფს. 

     განვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების გზები. ნატოს ივლისის სამიტზე მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეესაბამება. ნატოს კარი ღია რჩება.

     დღეს, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან.

     ასევე, გვაშფოთებს რუსეთის სამხედრო გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში. შავი ზღვის უსაფრთხოება პრიორიტეტია ნატოსთვის და საქართველოსთვის. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვიდრე ოდესმე - საქართველოს სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის წვრთნით, საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების მეტი თანამშრომლობით და საქართველოს გაერთიანებული საზღვაო ოპერაციების ცენტრისა და ნატოს საზღვაო სარდლობის თანამშრომლობით.

     მოკავშირეები, ასევე, მიესალმებიან იმ განგრძობად პროგრესს, რომელსაც საქართველო რეფორმების მიმართულებით, კერძოდ, უფრო ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების აღმშენებლობისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით ახორციელებს. 
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და ჩვენი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უკვე აძლიერებს ქვეყნის თავდაცვის რეფორმებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს რეფორმების გზა"– აღნიშნა იენს სტოლტერბერგმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно