,,ეს ყველაფერი არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს ადამიანები ემზადებიან იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიწყნარე"– ზურაბიშვილი


     ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რუსთავში ამომრჩეველს შეხვდა.

     შეხვედრა რუსთავის თეატრში გაიმართა და მას "ქართული ოცნების" ლიდერებიც ესწრებოდნენ.
 
     „ჩვენ უკვე გადავედით 21-ე საუკუნეში უკვე 18 წელია, მაგრამ რეალურად საქართველო, სახელმწიფო, საზოგადოება, ჯერ არა ვართ მთლიანად შესული ამ 21-ე საუკუნეში, სადღაც გაჩერებული ვართ და ვშიშობთ კიდევაც გადავიდეთ თუ არ გადავიდეთ, რა გველის ამ 21 საუკუნეში, რა გველის ამ გლობალურ მსოფლიოში.

      მე ზოგჯერ მიკვირს როცა ვუყურებ სხვა კანდიდატებს, რომლებზედაც არ მჩვევია საუბარი. ისინი მოდიან ისეთი სიძულვილის ენით, არა მხოლოდ ჩემს მიმართ, მაგრამ დღეს უკვე ყველას მიმართ, როცა ემუქრებიან ჩემს მხარდამჭერებს, რომ დაგიმახსოვრებთ და ნახავთო რასაც ნახავთო. როცა ყოველ გამოსვლაზე, ყოველ შეხვედრაზე ნებისმიერ ქალაქში 2 თუ 3 ადამიანი გარეთ აწყობს დესტაბილიზაციის მოდელირებას, მოდელირება ხომ მათ უყვარდათ. ეს ყველაფერი არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს ადამიანები ემზადებიან იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიწყნარე.

     მე იმ ორ სავარძელში, ასე რომ ვთქვათ ფორმალურად, სადაც ვიჯექი ვეცადე და გავაკეთე რაღაც საქმე, როგორც მინისტრი - სამხედრო ბაზების გაყვანა, როგორც პარლამენტარი სწორედ ეს ორმაგ მოქალაქეობის საკითხის ბოლომდე მიყვანა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно