,,ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, გამოსავალი არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები"– ჭიჭინაძე


     ,,ვარ შეურაცხყოფილი და ამას ნებისმიერი დეპუტატი უნდა აცნობიერებდეს, რომ ამდენი წლის მანძილზე ზურგს უკან ასეთი საშინელებები ხდებოდა - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე იმ ჩანაწერებს, სადაც მირზა სუბელიანი რამდენიმე დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს.

     ჭიჭინაძის თქმით, ეს ჩანაწერი არის დასტური იმისა, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. დეპუტატი ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნაა.

     „ვფიქრობ, სახუმარო აქ არაფერია. შემაშფოთებელია და იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას არ აქვს ადეკვატური პასუხები მე ვფიქრობ, რომ მათ თავიანთი ფუნქცია ამოწურეს და ზოგადად ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და ამის ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები,"-ამბობს ჭიჭინაძე.

     
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно