,,დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ცოცხალია”- ინტერპოლის ყოფილი ხელმძღვანელის მეუღლე


     ინტერპოლის ყოფილი ხელმძღვანელის მეუღლე აცხადებს, რომ შესაძლოა, მენ ჰუნვეი ცოცხალი აღარ იყოს. ამის შესახებ გრეის მენმა BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.

     „ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით დევნაა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ცოცხალია”,- განაცხადა გრეის მენმა ჟურნალისტთან საუბრის დროს.

     გერის მენის თქმით, მეუღლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

     ინტერპოლის ყოფილი ხელმძღვანელის მეუღლის განმარტებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს იღებს, თუმცა ამის მიზეზი არ იცის.

     კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი 29 სექტემბერს ჩინეთში ჩასვლის შემდეგ გაუჩინარდა.

     საფრანგეთის პოლიციას მის გაუჩინარებაზე ცნობა ინტერპოლის ხემძღვანელის მეუღლემ მიაწოდა, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. დაკარგვიდან ერთი კვირის თავზე ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ მენ ჰუნვეი დაკითხვაზე იმყოფებოდა. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, მის წინააღმდეგ ჩინეთში, კორუფციასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა. რის შემდეგაც მენ ჰუნვეიმ კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/interpolis-yofili-khelmdzghvanelis-meughle-ackhadebs-rom-shesadzloa-men-hunvei-cockhali-aghar-iyos/