„ეს იყო კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა რუსეთის მხრიდან, მიაღწიოს ამოცანას"– ციხელაშვილი


     რუსეთის ფედერაცია უკვე 10 წელია, წარუმატებლად ცდილობს, ერთგვარი აღიარების პოლიტიკა აწარმოოს, რომელსაც არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე ჩასვლასა და შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.

     „როგორც წესი, ამ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამხოლოდ საქართველოს, არამედ იტალიის მხარე, ხელისუფლება ერთვება. იტალიის პოზიცია არის ძალიან ცალსახა. ხშირად ხდება, რომ ინფორმაციის არარსებობის ან ნაკლებობის გამო, პატარა დასახლებებში ამგვარი შემთხვევებია. თუმცა ეს არის ხოლმე კერძო ინიციატივა და საერთო ვერ ექნება იტალიის სახელმწიფოს პოზიციასთან, რომელიც არის ძალიან მკაფიო და ცალსახა და არაერთხელ დადასტურებული, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერემიტეტს."

     „ეს იყო კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა რუსეთის მხრიდან, მიაღწიოს ამოცანას, რომელსაც ვერ მიაღწია 10 წლის განმავლობაში. არც არის მიღწევადი ამოცანა, რომ ერთგვარი აღიარების პოლიტიკა მოიპოვოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ რუსეთის ამ ნაბიჯებს ამ წლების განმავლობაში არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან, ეს არის რუსეთზე დამოკიდებულების გამოცხადების პოლიტიკა", – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

     ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიაში კუნძულ სიცილიაზე ჩავიდა და ქალაქ რანდაცოს მერს შეხვდა. შეხვედრაში პალერმოში რუსეთის გენერალური კონსულიც მონაწილეობდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно