,,წავიდეს ახლა გვარამია და ივანიშვილის სახლთან დღეში სამჯერ აღავლინოს სამადლობელი პარაკლისი"– ფოფხაძე


     ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ,,ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება:
 
     ,,წავიდეს ახლა ნიკა გვარამია და ბიძინა ივანიშვილის სახლთან დღეში სამჯერ აღავლინოს სამადლობელი პარაკლისი, ასეთ რეკლამას რუსთავი 2-ს ვერც ერთი პიარ ჯგუფი ვერ გაუკეთებდა..... 

     ჩემი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე სამი შემთხვევა მახსოვს მსგავსი კოლოსალური უფასო რეკლამის:

1. როცა მიხეილ გორბაჩოვმა 1991 წელს "გეკაჩეპეს" შემდგომ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ, ის ინტენსიურად უსმენდა BBC-ს... 

2.როცა ავღანეთში დატყვევებულმა ორმა ფრანგმა ჟურნალისტმა გათავისუფლების შემგომ პრეს კონფერენციაზე განაცხადეს რომ, მათი ინფორმაციის ერთად ერთი წყარო იყო მცირე რადიომიმღები სადაც "რადიო ფრანს ინტერნაციონალის მოსმენა შეეძლოთ"... 

3. როცა დონალდ ტამპმა ტელეკომპანია "სიენენს" ერთ ერთ პრეს კონფერენციაზე საჯაროდ უწოდა ტყუილების გამავრცელებელი ფაბრიკა ....

     და ბიძინა ბიძიას "სავეტნიკებს" და "სტრატეგოსებს" ერთი უფასო რჩევას მოგცემთ: -"ბუმბერაზნო" ყველაზე დიდი რეკლამა "ერორისთვი" ამ მოცემულობაში - ანტირეკლამაა"– წერს გიორგი ფოფხაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно