,,მთავაზობდა პრეზიდენტობას და 10 მილიონ დოლარს"- ბურჭულაძე


    ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს, სადაც ყოფილმა პრემიერმა პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიო ბანი მისგან მხარდაჭერის სანაცვლოდ 9 მილიონ დოლარს ითხოვდა პაატა ბურჭულაძე პასუხობს. 

     ბურჭულაძე ამბობს, რომ მასსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა 2012 წელს მართლაც შედგა. როგორც ბურჭულაძე ჰყვება ივანიშვილმა სწორედ ამ დროს შესთავაზა მას პოლიტიკაში ერთად შესვლა. მსოფლიო ბანი ამბობს, რომ ბიზნესმენი მას პრეზიდენტობას და ამ წინადადებაზე დათანხმების შემთხვევაში, 10 მილიონ დოლარს სთავაზობდა.

     „იყო შემოთავაზება, რომ პრეზიდენტი მე ვყოფილიყავი პრემიერი კი თვითონ. თანხა თვითონ დაასახელა და ეგ იყო ზუსტად ის თანხა რაც თქვა, 10 მილიონი"-ამბობს ბურჭულაძე.

     ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში ბურჭულაძეზე, მის მიერ დაარსებულ ფონდზე და ფონდიდან გახარჯულ თანხებზე ისაუბრა. ყოფილი პრემიერის თქმით, პაატა ბურჭულაძესთან კითხვები მხოლოდ გამოძიებას არ აქვს და მასაც აინტერესებს იყო თუ არა კანონიერად გახარჯული ფონდში შესული თანხა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/116868