,,მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით"- თემურ ალასანია


      უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ჩანაწერს თემურ ალასანია გამოეხმაურა:
 
      „ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო „მხილებების" ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათაღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბიცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოთ გადაყლაპოს.
 
     ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა, ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს", – წერს თემურ ალასანია „ფეისბუქზე".
 
      შეგახსენებთ, რომ უკრაინულ საიტზე zdes.com.ua-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა.

      ჩანაწერის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია საქართველოში რადიკალური მეთოდების გატარებასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно