,,ვაი ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს"– სააკაშვილი სკანდალურ ჩანაწერს ეხმაურება


     უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ჩანაწერს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. 
 
     ,,ვაი ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს...  მართლა გონია, რომ მსგავსი გაცვეთილი ტყუილებით გააცურებს ხაალხს?

     ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი მის ექვსწლიან ტყუილებს, ქურდობებს და სიყალბეებს და ეს განაჩენი 28-ში გამოცხადდება"– წერს სააკაშვილი.
 
      შეგახსენებთ, რომ უკრაინულ საიტზე zdes.com.ua-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა.

      ჩანაწერის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია საქართველოში რადიკალური მეთოდების გატარებასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობენ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно