სარალიძე ,,ნაციონალურ მოძრაობას" ადგილს უნახავს რუსთაველზე"– ივანიშვილი


       პარტია ,,ქართული ოცნება –  დემოკრატიული საქართველოს" თავმდომარე ბიძინა ივანიშილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის დაკავებაზე ისაუბრა. 
 
     მისი თქმით, ზაზა სარალიძე რუსთაველზე ,,ნაციონალურ მოძრაობას ადგილს უნახავს. 
 
     ,,ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება მოიქცა არაადექვატურად ჯერ ეს არ ჩანს. ბატონ ზაზას კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ამ დიდ ტრაგედიას, მაგრამ ასე არ შეძილება. ის კარავი, რომ დგას რუსთაველზე, ხომ ყველამ ვიცით, რომ ადგილს უნახავს ,,ნაციონალურ მორაობას." ყველაფერი გამჭირვალეა. მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ ყოფილა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. სწორედ, რომ პროკურატურის მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა და აქედან დაიწყო ეს პროცესები. გრძელდება პროცესები. ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის. არ არის საჭირო ქუჩა, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. 
 
     არ ვიცი დღეს რა მოხდა, მაგრამ ის რომ დღეს ის რუსთაველზე ადგილს უნახავს ,,ნაციონალურ მორაობას" ვიცით. გამოაცხადეს, რომ სამი დღით აქვს რუსთაველი დაკავებული, მივლენ და განავითარებენ. ,,ნაციონალურ მოძრაობას" სურს ქართული ხელისუფლება დაანგრიოს. კანონიერი გზით ვეღარ მოვლენ, სააკაშვილს მისჯილი აქვს ქართული სასამართლოთი  არც ევროპა და არც ამერიკა არ მიიღებს რევოლიუციაა ერთადერთი გზა, რომ დაანგრიონ ქვეყანა და ამისთვის ილტვიან კიდევაც. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს კიდევაც, რომ ჩინოვნიკები, თუ ასეთ დღეში იქნებიან, რომ უსამართლოდ მათ გინებას და შეურაცყოფას დავიწყებთ მთავრობაში აღარავინ აღარ მივა. არ შეიძლება მუდმივად ჩინოვნიკის დაუსაბუთებლად ცემა და გინება" განაცხადა ივანიშვილმა. 
 
      ივანიშვილის აზრით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გაიგივება გირგვლიანის საქმესთან უზნეობაა. 
 
       ,,ამ საქმეს ადარებენ გირგვლიანის საქმეს არ არის ეს უზნეობა?  ხელისუფლებამ მოკლა გირგვლიანი, ამის შემდგომ მკვლელებს ხელს აფარებდა წლების განმავლობაში. შეიძლება ეს თემა იმას შევადაროთ? განა არ ვიცით, რომ ეს პოლიტიზირებულია ,,ნაციონალური მოძრაობისგან"? ხომ კოორდინატორი იყო ,,ნაციონალური მოძრაობის"? შეიძლება შვილის ტრაგედია აქ გადავიტანოთ? სამ დღიანი მიტინგი ჰქონდა გამოცხადებული რუსთაველზე, შემთხვევით მოხდა? რატომ გადადეს? კარგათ იმუშავეს სამართალდამცავებმა. ზაზა სარალიძე პირველი ნომერი იყო იმ მსხვერპლში, რასაც ეგენი გეგმავდნენ. სამართადდამცავებმა იქ რაღაცას პრევენციას გაუკეთეს.
 
     
 

     
скачать dle 11.0фильмы бесплатно