,,გუშინ ეკლესიის მტრებთან რესპებთან გაერთიანდნენ და დღეს პატრიარქს ეახლნენ"– მჟავანაძე


      ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ,,გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერების პატრიარქთან ვიზიტს ეხმაურება: 
 
      ,,გუშინ ეკლესიის მტრებთან რესპებთან გაერთიანდნენ და დღეს პატრიარქს ეახლნენ თანადგომის მოსაპოვებლად. ნაცები - ფარისეველთა და მებრძოლ უღმერთოთა გაერთიანება, რომელსაც ქართველი ხალხი მალე გამოუტანს განაჩენს და კუდით ქვასაც ასროლინებ.
     
     დაინახეს რა ნაცებმა ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლ რესპებთან გაერთიანებით საზოგადოების რეაქცია, დღეს სიტუაციის გამოსწორების მიზნით პატრიარქთან მივიდნენ რათა ხალხისთვის ეჩვენებინათ მორწმუნეები და ეკლესიის ერგულები ვართო. შუაზე რომ გაიხეთ და რაც არ უნდა პიარშიკები ჩამოიყვანეთ არჩევნებს მაინც ვერ მოიგებთ, რადგან მიცვალებულების აღდგენა ამ ქვეყნად არ ხდება.- წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно