,,პრეზიდენტი მათ სჭირდებათ ძირგამომთხრელი მუშაობისათვის"– ბათიაშვილი


      ,,სამწუხაროდ, ხელისუფლებამ უხერხემლო პოლიტიკით მოახერხა, რომ გააცოცხლა აგონიაში მყოფი ძალა და ის ახლა გვემუქრება უკან მობრუნებით"- ამის შესახებ ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა რუსთაველის თეატრის წინ გამართულ ღონისძიებაზე – „მე ვიცავ თავისუფლებას" განაცხადა.
 
      მისი თქმით, წინა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის დიდი განსხვავებაა.
 
     ,,მრცხვენია, რომ ამდენი წლის შემდგომ აქ ვდგავარ და კიდევ ამ თემებზე ვლაპარაკობ. ასეთი განწყობა აქვს ალბათ ბევრ ჩვენგანს. სააკაშვილის საკითხებზე მიწევს ლაპარაკი, კიდევ მიტინგზე ყოფნა მიწევს, ძალიან მეუხერხულება. მაგრამ რას იზამ? სამწუხაროდ, ხელისუფლებამ უხერხემლო პოლიტიკით მოახერხა, რომ გააცოცხლა აგონიაში მყოფი ძალა და ის ახლა გვემუქრება უკან მობრუნებით. შეცდომებიც დაშვებულია და ამ შეცდომების გამოა, რომ მოსახლეობის, ჩვენი გაჭირვებული ხალხის დიდ ნაწილში მართლაცდა არის ასეთ ნიჰილიზმი, უფრო მეტიც აგრესიული მუხტი. თვალებს ნუ დავიბრმავებთ, კარგად დავინახოთ ის რადიკალური სხვაობა, რაც არსებობს, როგორც თეთრსა და შავს შორის, ასევე ძველ სისხლიან რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის, თუნდაც გაკეთებული საქმეების მხრივ. არ შეიძლება დავბრმავდეთ და ეს დიდი სხვაობა არ დავინახოთ ყველა თვალსაზრისით, ბიზნესის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის, მასმედიის თავისუფლების თვალსაზრისით. არ მინდა, ჩამოვყვე რა გაკეთდა ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, რაზედაც სამწუხაროდ, თვითონ ჩვენი ხელისუფლება ვერ ახერხებს ამის სათანადოდ წარმოჩენას”, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

      ბათიაშვილის აზრით, ,,ნაციონალურ მოძრაობას" პრეზიდენტი სწირდება დესტაბილიზაციისთვის.

     „პრეზიდენტი მათ სჭირდებათ ძირგამომთხრელი მუშაობისათვის. სჭირდებათ, რათა პრეზიდენტმა ყოველდღე საზღვარგარეთ, სტრასბურგში, ბრიუსელში, კუბოში ჩადოს ეს ხელისუფლება და ყოველდღე ძირი გამოუთხაროს მას. როგორც კი მომენტს ჩაიგდებენ და აქ შეიძლება დაიწყოს საზოგადოებრივი მღელვარების მაგვარი რამ, მაშინ მათი პრეზიდენტი, სჭირდებათ, რათა დადგნენ და მოწოდება გააკეთოს ხალხის მიმართ, რომ მოდით ყველა შემოუერთდით ამ აქციას. მოწოდება გააკეთოს პოლიციელებისადმი, ჯარისადმი. ეს ყველაფერი მიმართული იქნება, რათა გადაიზარდოს პროცესები მასობრივ დესტაბილიზაციაში და არეულობაში, ამის ფონზე მათ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები. მიაღწიონ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, როდესაც ხელისუფლება იქნება პარალიზებული. ეს არის გეგმა, ეს არის ცნობილი სხვადასხვა წყაროებიდან”, – განაცხადა ბათიაშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно