„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაუჩერების სახით ამომრჩევლის მოსყიდვა განახორციელა" –ბესელია


     „გუშინდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მართლაც ყველაზე მასშტაბური სოლიდარობის აქტია, რომლითაც 600 000 ჩვენს მოქალაქეს, მათ შორის 150 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია და არის ათასობით შშმ-პირი, გაუნულდებათ დავალიანება, რაც აქვთ 2000 ლარის ფარგლებში აღებული და ამ ვალდებულებას დაფარავს „ქართუ"- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
 
     ეკა ბესელია განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა არ გულისხმობს სახელმწიფო რესურსების გამოყენებას, არამედ ვალდებულებას თავის თავზე იღებს ფონდი „ქართუ".
 
     ,,უპრეცედენტო სოლიდარობის აქციით და ამ გადაწყვეტილებით ისინი დაბრუნდებიან ბიზნესში, ეკონომიკაში, ჩაერთვებიან საერთო ეკონომიკურ ბაზაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბიძგი და მხარდაჭერა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე თითოეული ამ მოქალაქის სოციალური მხარდაჭერისთვის", – განაცხადა ეკა ბესელიამ.

     „რაც შეეხება ამ საკითხის სამართლებრივ მხარეს, საარჩევნო კოდექსი კრძალავს ისეთი ტიპის მოქმედებებს, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება კანდიდატის წარმომადგენლის მეშვეობით ან ადმინისტრაციული, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით. აქ საუბარია არა სახელმწიფო ან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, არამედ იმაზე, რომ კერძო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქართუ" ფონდი და ბიძინა ივანიშვილი, მას ნამდვილად ეკუთვნის მადლიერება ამ გადაწყვეტილების გამო, იღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას. ეს არის მართლაც უდიდესი სიკეთე. ამიტომ, ეს უნდა გავმიჯნოთ იმ ტიპის სამართლებრივი ქმედებებისგან, როგორიც მაგალითად „ნაციონალურმა მოძრაობამ" ვაუჩერების სახით განახორციელა, სადაც არის პირდაპირ ნიშნები ამომრჩევლის მოსყიდვის", – განაცხადა ბესელიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно