,,ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში"– ზურაბიშვილი


     ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა.
 
     მისი თქმით, დესტაბილიზაციის მსურველს ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს.

     „ოპოზიცია განიხილავს დესტაბილიზაციის სცენარს, ეს არავისთვისაა საიდუმლო. ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში. მგონია, რომ ეს არაა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება არჩევნების შემდეგ სტაბილურობა და მე ამისთვის მოვდივარ. ვისაც დესტაბილიზაცია სურს, იმას არ აქვს ამ ქვეყანაში მომავალი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно