,,ქვეყნის ისეთ მომავალს მივეცი ხმა, სადაც არ იქნება ოლიგარქი სათავეში"- ბურჭულაძე


     საბურთალოს საარჩევნო ოლქის N61-ე უბანზე,  საკუთრი არჩევანი მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ დააფიქსირა. საარჩვნო უბანზე, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა.

     ,,ქვეყნის ისეთ მომავალს მივეცი ხმა, სადაც არ იქნება ოლიგარქი სათავეში, სადაც მრავალპარტიული სისტემა იქნება და არ იქნება მშიერი ბავშვი, არ იქნება მშიერი ადამიანი და არ იქნება მოტყუებული ადამიანი, აი, ასეთი მომავალი გვინდა ჩვენ და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უნდა იყოს არა ის, ვინც თავიდანვე ღალატობს და პირდაპირ თავისი განცხადებებით ეწინააღმდეგება საქართველოს მთლიანობას, არამედ ის, ვინც მართლა ესმის და ვინც იცის,თუ როგორ უნდა და წარმართოს ქვეყნის მომავალი. აი, ასეთია ზუსტად ჩემი აზრი, ასე რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ბატონებო გამოდით არჩევნებზე, თქვენი ყველა ხმა, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა, პაატა ბურჭულაძემ. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/119829