,,ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე, სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა"– ეკა გიგაური


     საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
 
     ,,დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვებრძოდი და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა მქონოდა, სასამართლოში მაინც წავედი, რადგან ჩემთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა. რეალურად კი რა მოხდა - სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში ივანიშვილმაც, წულუკიანმაც და ყველა მათმა სატელიტმა შეიძლება, საჯაროდ, ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე, დაგაბრალოს დანაშაული და სასამართლომ თქვას, რომ ეს მათი აზრია.

     ,,მერე მიხვიდე პროცესზე, დაამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩაგიდენია და პროცესი მაინც წაგაგებინონ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას და მტკიცებით ფორმაში მაბრალებს იმას, რასთან შეხებაც არასოდეს მქონია, ჩვენი სასამართლოს აზრით, მათ პასუხი არ შეიძლება, მოეთხოვოთ. უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი საქმეები ჩვენს სასამართლოს ჰქონია და იქ რატომღაც მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

     ,,აქ პრობლემა ეკა გიგაურია - ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე, სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა, სტრასბურგშიც! არავინ იფიქროს, რომ ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანიის გამო, პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები. მადლობა ქართულ სასამართლოს, ყველაზე "მიუკერძოებელ" და "სამართლიანს” მსოფლიოში," -  წერს ეკა გიგაური.

      ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას ცილისმწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. განცხადების გამო არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მისგან ბოდიშის მოხდას და სიმბოლურად 30 თეთრის გადახდას ითხოვდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно