საქართველოში შემოსვლაზე 200 ირანელს უარი უთხრეს


     ირანის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე პრობლემები ექმნებათ - ზალკალიანი ინფორმაციას ადასტურებს დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ირანის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ.

    გავრცელებული ცნობით, მხოლოდ ერთ დღეს საქართველოში შემოსვლაზე უარი 200 ირანელს ეთქვა.

    დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მას  განსხვავებული ინფორმაცია აქვს, თუმცა ირანის საელჩოსთან კომუნიკაციას აუცილებლობად თვლის.

    „ამ მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიცია გვაქვს განსხვავებული ინფორმაცია, ბუნებრივია იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში, იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია და ბუნებრივია მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რომელიც არსებობს"-ამბობს დავით ზალკალიანი.

    ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს საერთოდ უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно