,,მიხეილ სააკაშვილი მომსახურების არედან გასულია და ეს კაცი დასაჭერია"- ზოიძე


     ,,მიხეილ სააკაშვილი ტრადიციულად გვაოცებს თავისი დისკრიმინაციული, ქსენოფობიური სიძულვილის ენით, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

     მისი თქმით, სააკაშვილი ცდილობს, კვლავ დაბრუნდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში.

     „ძალიან დასანანია, რომ ეს ადამიანი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და თავს უფლებას აძლევს, ასეთი ენით ისაუბროს. საერთოდ, რა ესაქმება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ახლა, როდესაც უკრაინიდანაც გამოაძევეს, ცდილობს, რომ კვლავ დაბრუნდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ასეთი სიძულვილით, დამოურჩილებლობისკენ და რევოლუციისკენ მოწოდებებით, მხოლოდ მატროსოვის ციხეში მოხვდება, სადაც უკვე უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი მომსახურების არედან გასულია და ეს კაცი დასაჭერია", – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно