პრეზიდენტის ინაუგურაციას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება


     საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.

     მისივე თქმით, ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ინფორმაციის გაცვლა მეგობარ სახელმწიფოებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

    „დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ) ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სენატის წევრი, ასევე თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი, სებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი, წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, არქიბიშოპი."

    „საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოში სტუმრობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და გამოხატავს ორმხრივ მზაობას მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის",- განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно