,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიძინა ივანიშვილის იგივე პუტინის საქართველოში"- ვაშაძე


     თქვენ წარმოგიდგენიათ ევროპული ქვეყანა, სადაც პროტესტისთვის მიმავალ მოქალქეებს შოსე გადაუკეტონ?  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

     „სახალხო დამცველმა შსს-ს მოუწოდა, უზრუნველყოთ მომიტინგეთა შესაძლებლობა გადაადგილებულიყვნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით. მედგა იქ ვიღაცა ფორმაში ჩაცმული, არ მინდა უხეში სიტყვები ვიხმარო, რომელიც მიყვებოდა, თურმე უსაფრთხოების ზონა არის თელავიდან, სადაც ბიძინა ივანიშვილს ვიღაცა უნდა ეკურთხა რაღაცა პოსტზე, იქიდან 30 კმ-ს ფარგლებში უსაფრთხოების ზონა იყო. თქვენ წარმოგიდგენიათ ევროპული ქვეყანა, სადაც პროტესტისთვის მიმავალ მოქალქეებს შოსე გადაუკეტონ? აი საფრანგეთში, სადაც ყვითელ ჟილეტებს გადაუკეტავენ შოსეს? ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ბატონებო და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიძინა ივანიშვილის იგივე პუტინის საქართველოში", – განაცხადა ვაშაძემ
скачать dle 11.0фильмы бесплатно