,,ასე ეშინიათ საქართველოს მოქალაქის? ეს არის ავადმყოფების ბანდა"- ვაშაძე


      ,,ასე ეშინიათ ეშინიათ საქართველოს მოქალაქის? ეს არის ავადმყოფების ბანდა"– აღნიშნული განცხადება ,,გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ–ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის კომენტირებისას განაცხადა, რადგან დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესს მისი მეგობრების და მხარდამჭერების დიდი ნაწილი ვერ დაესწრო

     "გუშინ მთელი დღე პოლიტიკურ შეფასებებს ვეძახდით იმ პოლიტიკურ ცირკს, რომელსაც სასამართლოს ეძახის "ქართული ოცნება" და ახლა ჟურნალისტებმა, თქვენმა მრავალათასიანმა მაყურებელმა მინდა ეს დაინახოს. ღობის იქით დგანან დათოს მეგობრები და აქეთ ორჯერ მეტი დგას პოლიცია. ახლა გეკითხებით, ეს ავადმყოფობის ნიშანი არ არის? ეს არის პარანოია. ამას სამედიცინო დიაგნოზი სჭირდება. ამას პოლიტიკასთან და სამართლის დაცვასთან კავშირი აღარ აქვს. ასე ეშინიათ ეშინიათ საქართველოს მოქალაქის? ეს არის ავადმყოფების ბანდა,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно