სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის წევრები წარადგინა


     საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მრჩევლები და საკუთარი გუნდის ნაწილი წარადგინა.

     პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.

     ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება  ქეთევან მახარაშვილი,  რომელსაც ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია დაევალება, ასევე დროებით პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს.

     დიმიტრი გაბუნია დაინიშნა საპარლამენტო მდივნად.

     ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იქნება სიმონ პეტრიცი; დიასპორისა და მოქალქეობის საკითხებში –  ნათია სულავა, მრჩეველი სამხედრო საკითხებში – აკია ბარბაქაძე, მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ირინა შენგელია, ხოლო კულტურის,  განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно