,,ფასადებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობა სერიოზული პრობლემაა, ძალიან მკაცრები ვიქნებით"- კალაძე


     „ფასადებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობა სერიოზული პრობლემაა– აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა ახვლედიანის ქუჩაზე გააკეთა.

     კახი კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა დაავალა.

     მერის თქმით, ამ მიმართულებით მერია ძალიან მკაცრი იქნება. 
      
     „ფასადებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობა სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს ვაწყდებით დედაქალაქში. მე ამაზე წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით.
 
     დღეს დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყოს მითითებები, მისცენ გონივრული ვადა შენობების მესაკუთრეს, რომ წარწერები ქართულად გაკეთდეს. ჩვენ არავის არ ვეწინააღმდეგებით, არავის ვერჩით, ყველას აქვს საშუალება, ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, განახორციელოს ბიზნესი, კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას უნდა ვცეთ პატივი. თუ დამატებითი რეგულაციები იქნება საჭირო, აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს, პარლამენტს, რადგან არ დავუშვებთ, რაც ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. ჩვენ საკუთარ ენას უნდა ვცეთ პატივი",-განაცხადა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно