ოკუპანტები სოფელ წნელისის ტყეში მავთულხლართების გავლებას გეგმავენ


     რუსი ოკუპანტების ახალი სამიზნე - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი წნელისში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართებისთვის ახალი ადგილი სწორედ სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ტყეში მონიშნეს. მათ გუშინ, ადგილობრივ მონადირეს ჯერ თოფი და ვაზნები წაართვეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ტყეში ასვლა აუკრძალეს.

     მოსახლეობამ მომხდარის შესახებ ინფორმაცია "ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტებს მიაწოდა, მათ კი სამართალდამცველებს შეატყობინეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно