,,ოცნებავ'' ღორები გაუშვით ფერმებში და არა მერის პოზიციებზე!"– მჟავანაძე


      ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომრე ნიკოლოზ მჟავანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს მცხეთის მერი და მსგავსი თანამდებობის პირები, რომლებსაც ეროვნული განწყობები არ აქვთ საჯარო სამსახურს ჩამოაცილონ. 
 
    ამის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძემ ,,ობიექტივის" ეთერში საკუთარ გადაცემაში ისაუბრა.
 
     ,,სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული პირებიც ებრძვიან ეკლესიას და ჩვენს ბერ–მონაზვნებს. ამის ნათელი მაგალითია მცხეთის მერი, რომელმაც რადგან ღორის წელიწადია ღორივით დაიწყო მოქმედებები. მინდა ამ ხელისუფლებას მივმართო, ღორები გაუშვით ფერმაში! ღორებს ნუ უშვებთ მერის პოზიციებზე. როგორ შეიძლება ადამიანი უპირისპირდებოდეს ჯვრის მონასტერს, ჯვრის მონასტრის ბერ–მონაზვნებს, რომლებიც ეუბნებიან, რომ მოაგვარე ეს სიტუაცია, ვინაიდან მის დაქვემდებარებაშია მიმდებარე ტერიტორია და ამის მაგივრად უფრო აღრმავებს პრობლემას.
 
 საქართველოში ჩამოსული ტურიტი უპირველესად ადის ჯვარზე. ეს არი ჩვენი ქვეყნის სახე! რა სიტუაციას ხედავს? საპირფარეშოები არ არის, ვაკხანალიაა. მაინტერესებს მცხეთის მერ კაპანაძეს საკუთარ ვილაშიც  ასეთი ანტისანიტარია აქვს? საკუთარ სახლს, ხომ უფრთხილდება, როგორც საჭიროა? მაგრამ ეს ფეხებზე ჰკიდია, ეს ქვეყანა მისთვის საკუთარი სახლი არაა. ესეთი ხალხია, ჩვენს ეკლესიას რომ ებრძვიან. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ასეთი მერები და ასეთი ხალხი, რომლებსაც ეროვნული განწყობები არ აქვთ მოაცილონ ქვეყანას"! – მიმართა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно