ყაზახეთი და უზბეკეთი ე.წ. დიდი აბრეშუმის გზის ვიზის შემოღებას განიხილავენ


    ყაზახეთი და უზბეკეთი ე.წ. დიდი აბრეშუმის გზის ვიზის შემოღებას განიხილავენ. ინფორმაციას გერმანული „დოიჩე ველე” ავრცელებს.

     როგორც ბერლინში მდებარე უზბეკეთის საკონსულოში  გერმანელ ჟურნალისტებს უთხრეს, მომავალში იგეგმება, რომ ახალ სავიზო კავშირში „დიდ აბრეშუმის გზაზე" მდებარე სხვა ქვეყნებიც გაერთიანდნენ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მხოლოდ უზბეკეთისა და ყაზახეთის მთავრობებს შორის მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგები ჯერ არ დამდგარა.

     პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ „დიდი აბრეშუმის გზის" კავშირი ევროპაში მოქმედი შენგენის შეთანხმების ანალოგი გახდება.

     როგორც ირკვევა, პროექტით დაინტერესდა ტაჯიკეთის ხელისუფლებაც, რომელიც მზად არის, ახალ კავშირს შეუერთდეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/yazakheti-da-uzbeketi-e-w-didi-abreshumis-gzis-vizis-shemoghebas-ganikhilaven/