ბათუმის პორტში ამერიკის სამხედრო ხომალდი "donald Cook" შემოვიდა


     ბათუმის პორტში ამერიკის სამხედრო ხომალდი "donald Cook" შემოვიდა. ხომალდი საქართველოში მეორედ შემოვიდა, ის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია.

     შავ ზღვაში ყოფნისას სამხედრო ხომალდი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება ამერიკის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს.

     ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება მოკავშირეების გაძლიერებით თანამშრომლობის გამყარებას. ხომალდზე სხვადასხვა გაცნობითი ტურების მოწყობაა დაგეგმილი. ასევე გაიმართება რამდენიმე ერთობლივი წვრთნაც. გემის ეკიპაჟის წევრების ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი 1 საათში დაიწყება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно