,,ჩინჩალაძის და მურუსიძის კლანის მხარდაჭერა იქნება ღალატი"- ფოფხაძე


     ,,ჩინჩალაძისა და მურუსიძის კლანის მხარდაჭერა იქნება ღალატი" - ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ის არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას, რომელიც ამბობდა, რომ ეკა ბესელიამ და მისი გუნდის წევრებმა გუნდურობის პრინციპი დაარღვიეს. ფოფხაძის განცხადებით, გუნდისთვის არასოდეს უღალატია და ის საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებასაც არ აპირებს.
 
      გედევან ფოფხაძე არ ელის, რომ დღეს მისი ან სხვა ე.წ. ამბოხებული დეპუტატების გარიცხვის საკითხი დადგება. დეპუტატის განცხადებით, მას მხოლოდ ერთი პოზიცია აქვს, რომელსაც ბოლომდე დაიცავს - უვადოდ მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები უნდა დაინიშნონ.

     „თუ შეიცვლება დღის წესრიგი არ ვიცი... სხვა თემებზე აქცენტების გადატანა იქნება არასწორი, გვაქვს ერთი კონკრეტული მიზანი, ღირსეული ადამიანები მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში და ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ყველა.

     „კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის და საზოგადოებაში ერთგვარი კონსენსუსი ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს. ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს, უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ ღირსეული ადამიანები, არ შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდეთ,"-ამბობს გედევან ფოფხაძე.

     როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს ერთ-ერთ მთავარი განსახილველი თემა უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის საკითხი იქნება.

     სავარაუდოდ, დღევანდელს სხდომაზევე გადაწყდება ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ბედიც.  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно