აქციის მონაწილეები ,,ქართული ოცნების" ოფისში შესვლას ცდილობენ


     „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებული სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ და პარტიის ოფისში შესვლას ცდილობენ.

     ოფისთან შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.

     ცენტრალურ ოფისთან აქციას ასევე მართავენ შპს "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ასევე ბავშთა სამყაროში გაჩენილი ხანძრისას დაზარალებულები, რომელთა მთავარი მოთხოვნა დამნაშავეების დასჯა და ზარალის სრულად ანაზღაურებაა.

     ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/124130