,,სააკაშვილზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ" –წულუკიანი ბოკუჩავას


     მიხეილ სააკაშვილი არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომელის მდგომარეობასაც საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

     თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილზე სერიოზულ საუბარს არ აპირებს.

     „მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს და შეუწყვიტეს უკრაინის მოქალაქეობა. მას არ მოუმართავს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს საინტერესო არ არის. ამის შემდეგ ამ ადამიანზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ. ის არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომლის მდგომარეობასაც არც ერთ საქართველოს პრეზიდენტს არ ვუსურვებ. თქვენ თუ აქ გამოგგზავნეს, რომ წინმსწრებად მიიღოთ ინფორმაცია, ასე არ ხდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

     "ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანს კორექტულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „თქვენ ბიძინა რისთვის გამოგგზავნათ, ყველამ კარგად ვიცით”.

      „თქვენს დასამარცხებლად, რაც მოვახერხე 2012 წლის პირველ ოქტომბერს 72%-ით", – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
    
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно