,,საერთაშორისო პოლიტიკა ულტიმატუმებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული, ეს იმპერიებისა და კოლონიების დრო იყო"- მადურო


     ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე ევროკავშირის ულტიმატუმს არ იღებს.

     ესპანურ სატელევიზო შოუ „სალვადოსთან" ინტერვიუში მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელა არავის ულტიმატუმს არ მიიღებს.

    „ჩვენ არ ვიღებთ ულტიმატუმებს. ეს ნიშნავს, რომ მე ევროკავშირისთვის მეთქვა: გაძლევთ შვიდ დღეს კატალონიის რესპუბლიკის აღიარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზომებს მივიღებთ. საერთაშორისო პოლიტიკა ულტიმატუმებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. ეს იმპერიებისა და კოლონიების დრო იყო", – აღნიშნა ნიკოლას მადურომ.

     ვენესუელის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომის რისკი აშშ-ისა და მისი დასავლელი მოკავშირეების აგრესიულობის დონეზეა დამოკიდებული.

    ინტერვიუს დროს მადურომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს პირისპირ საუბარი შესთავაზა.

    ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ 23 იანვარს თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად 20-მდე ქვეყანა, მათ შორის საქართველოც აღიარებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/nikolas-maduro-vadamdeli-archevnebis-chatarebaze-evrokavshiris-ultimatums-ar-ighebs/