გერმანიამ ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად აღიარა


     გერმანიამ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად აღიარა. განცხადება ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა.

     გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, შემდეგ კი დიდმა ბრიტანეთმა 26 იანვარს განaცხადეს, რომ ისინი გუაიდოს იმ შემთხვევაში აღიარებდნენ, თუ ვენესუელაში შვიდი დღის განმავლობაში არჩევნები არ დაინიშნებოდა.

     ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ 23 იანვარს პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად გამოაცხადა და საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაასახელა.

     ვენესუელის დროებით მმართველად ხუან გუაიდო პირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა. მას მხარდაჭერა სხვა სახელმწიფოებმაც გამოუცხადეს, მათ შორის საქართველომ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/germaniam-khuan-guaido-venesuelis-prezidentis-movaleobis-droebit-shemsruleblad-aghiara/