ჰანოის სამიტზე აშშ და ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ


     ჰანოის სამიტზე აშშ და ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, სააგენტო „იონჰაფ"-ი წერს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმება კორეის ომის (1950-1953) ფორმალურ დასრულებას ნიშნავს. ომის შემდეგ სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა გაფორმებული.

     24 თებერვალს, ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტ"-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 27-28 თებერვლის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით გამოვიდეს.

     ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სამიტი გაიმართება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/hanois-samitze-ashsh-da-chrdiloet-korea-shesadzloa-samshvidobo-khelshekrulebis-gaformebaze-shetankhmdnen/