ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე ავიაიერიში მიიტანა


     ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავებმა პაკისტანში „ტერორისტული ბანაკები" დაბომბეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ინდოეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

     პაკისტანის წარმომადგენლები ინდოეთის თვითმფრინავების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევას აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ავიაიერიშებს მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის ნგრევა არ მოჰყოლია.

     პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სადავო ქაშმირის რეგიონში 40 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა დაჯგუფებამ აიღო. ინდოეთმა მომხდარში ისლამაბადი დაადანაშაულა. პაკისტანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/indoetma-pakistanis-teritoriaze-aviaierishi-miitana/