აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთისა და პუტინის საწინააღმდეგო ოთხი კანონი მიიღო


     აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პუტინისა და კრემლის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტები დაამტკიცა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი" ავრცელებს.

    ერთ-ერთი კანონი ავალებს აშშ-ის დაზვერვას ვლადიმერი პუტინისა და მისი გარემოცვის წევრების ფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაცია შეაგროვონ და კანონმდებლებს წარუდგინონ. დოკუმენტის ავტორთა თქმით, შესაბამისი ანგარიში დაზვერვამ კანონის მიღებიდან 180 დღეში უნდა შეადგინოს.

     ,,ვლადიმერ პუტინი და მისი კორუმპირებული მოკავშირეები მიზნად მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შესუსტებას ისახავენ, რაც პოლიტიკური კონტროლის არაეთიკური მეთოდებით გამყარებას გულისხმობს. ამის გამო მათ პასუხი უნდა აგონ", – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ელიზა სტეფანიკმა, რომელიც აღნიშნული კანონის ერთ-ერთი ინიციატორია.

     კიდევ ერთი კანონი, რომელიც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ დაამტკიცა, აშშ-ის ადმინისტრაციას ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის აღიარებას უკრძალავს.

     გარდა ამისა, კონგრესმენებმა რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება მოითხოვეს და ამ საქმის გამოძიების დაბლოკვის მცდელობები დაგმეს. ისინი ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტმა ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

    კიდევ ერთ დოკუმენტში ამერიკელი კანონმდებლები დაზვერვისგან ​მოითხოვენ, მომზადდეს ანგარიში, რომელშიც „რუსეთის ხელისუფლების ზრახვები და მოსკოვის მხრიდან აშშ-სა და ნატო-ს მიმართ მომდინარე საფრთხეები იქნება შეფასებული". ეს ანგარიში 90 დღეში უნდა მომზადდეს.

    ოთხივე კანონპროექტი სენატს გადაეგზავნა დასამტკიცებლად.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-is-warmomadgenelta-palatam-rusetisa-da-putinis-sawinaaghmdego-otkhi-kanoni-miigho/