,,საქართველოს მთავრობის უმოქმედობა ყოველთვის ახალისებს ასეთ თავხედობას”- ჭიაბერაშვილი ტატუნაშვილის მკვლელობაზე


     ,,საქართველოს მთავრობის უმოქმედობა ყოველთვის ახალისებს ასეთ თავხედობას”– ასე გამოეხმაურა ,,ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს. 

      ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას სიჩუმეში ადანაშაულებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

     „აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენი თანამემამულის ოთხოზორიას მკვლელობა აფხაზეთში და ის სითავხედე, როგორც მოკლეს, ანალოგიური სითავხედე უკვე ცხინვალის ოკუპირებულმა რეჟიმმა გამოიჩინა. ეს არის ერთი ლოგიკური ჯაჭვის გაგრძელება და აქ რა თქმა უნდა, ჩვენ პრეტენზია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, რადგან რუსეთი და მათი მარიონეტული რეჟიმები, იქნება ეს სოხუმში თუ ცხინვალში ამას ბედავენ იმ სიჩუმის ფონზე, რა სიჩუმითაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ასპარეზზე ხვდება ასეთ ფაქტებს. იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს, საჭიროა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და ამას ემსახურება ,,ევროპული საქართველოს” ინიციატივა, რომელიც გუშინ გაჟღერდა. უნდა შედგეს ოთხოზორიას სია. საქართველოს მთავრობის ვალია, რომ დიპლომატიური ძალისხმევა მიმართოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. საქართველოს მთავრობის უმოქმედობა ყოველთვის ახალისებს ასეთ თავხედობას”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно