ხალიფ ჰაფთარი ტრიპოლის აღებას გეგმავს


     ლიბიელი სამხედრო მეთაური ხალიფ ჰაფთარი, რომელიც მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს, დედაქალაქ ტრიპოლის აღებას გეგმავს.

     ხალიფ ჰაფთარი კადაფის ყოფილი სამხედროებისგან დაკომპლექტებულ არმიას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მისი არმია დასუსტებულ ტრიპოლზე კონტროლის მოპოვებას 48 საათში შეძლებს.

     ამჟამად ჰაფთარის შეიარაღებული ძალები ტრიპოლიდან 60 კილომეტრში იმყოფებიან. დაანონსებული იერიში მოულოდნელი აღმოჩნდა გაერო-სთვის, რომელიც ევროკავშირთან ერთად, ლიბიის ორხელისუფლებიანობის პირობებში მხარდაჭერას ტრიპოლის მთავრობას და არჩეულ პარლამენტს უცხადებს.

     ჰაფთარის განცხადების შემდეგ, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ტრიპოლში დაუყოვნებლივ გაემგზავრა. ის ხალიფ ჰაფთართან შეხვედრასაც გეგმავს.




скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv